ჭეშმარიტი ქრისტიანის ოცნებაა აღდგომას იერუსალიმში ერთხელ მაინც შეხვდეს. მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის თვითხილვა ეს უკე ბედნიერებაა. თუმცა არსებობენ ისეთი ადამანები , რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ ამ ოცნების ასრულებას....
აღდგომის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში შევხვდი...
საღამოს 10 საათისთვის ტაძართან მისულს არავითრი შანსი ტაძარში შესვლის უკვე არ მქონდა, თუმცა მცდელობა მაინც იყო... როგორი მოულოდნელიც იყო შესვლა იმდენად მაულოდნელი იყო გამოსვლა ( არავის არ უკითხავს ტაძრის კარებთან მიახლოებულს მინდოდა თუ არა შესვლა) მისმა "უძლიერესობა" ტალღამ შემიყვანა და გამომიყვადა...
ტაძარს გარეთ დარჩენილები ბევრნი ვიყავით, ტიპიური აღდგომის ღამე: სუსხი, წვიმა, ცა ჩამოინგრა... დავიწყე თავშესაფრის ძებნა , გზად ნაცნობები მხვდებოდნენ, რომლების მაიმედებდნენ "ტაძარში შესვლის შანსი არ არსებობსო". ერთ-ერთ შესასვლელთან სამთავრობო დაცვა იყო მობილიზებული, მივხვდი "ფეისების" მოსვლისთვის ემზადებოდნენ. მიუახლოვდი გამიღიმეს-გაუღიმე და შესვლის შანსების ალბათობა ვკითხე-ნოლზე დაბალიაო. რა მექნა კიდევ შემოუარე სამებას , დიდება მის ძალას მართლაც უდიდეს სიძლიერეს ვგრძნობ როცა განათებულ სამებას ვუყურებ! ისევ მიუახლოვდი "სამთავრობო დერეფანს" ... სად იყო და სად არა ტაძრის ეზოში მანქანამ შემოაგელვა..ოოო ჩვენი უზენაესი სამართალი მობრძანდა (ბატონი კუბლაშვილი) ფეხდა ფეხ მოყვნენ სხვებიც, პარლამენტის "ჯან-დაცული" გიგი წერეთელი. ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი (ძალიან მომწონს) თვალი მოვკარი "კუდ"-ის ნათლიმამას ბატონ სოსო თოფურიძეს... გიგი & ლელა (უგულავა) - "ტვიქსები"... საგანგებოდ დაფაცურდა დაცვა , ლოდინის პიკი გვიახლოვდება... "მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად"... ისე მიწი-მოწიეს ხალხი. რომ სამებაში მისული ავლაბრის მეტროს კარებთან ვიყავი ...
გარეთ წვიმს... ტაძარში "ფეისების" მისვლის შემდეგ გაძლიერდა დაცვა... (აქ ბონდის მუსიკა გამოდგება ეფექტისთვის :) წვიმის ქვეშ დგანან ბავშვები და ფეხმძიმე ქალები... რაღაც სიბრაზე ვიგრძენი ,ხომ შეიძლება გამონაკლისი დაუშვა და ეს ორი კატეგორია გარეთ წვიმაში არ დააყენო, მით უფრო როცა აღდგომის ღამეა...
....ჩვენი "ფრთა" აქტიურობდა, უკომენტაროდ არ ვტოვებით დაცვის არც-ერთ მიხვრა -მოხვრას,თან "ფეისებიც" მოყვნენ კრიტიკის ქარცეცხლში, ჩემს გვერდით ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანია აღმოჩნდა , ისინი "ბლიც-რეპლიკებში " მეხმარებოდნენ-უბრალოდ ვავსებდით ერთმანეთს :) (მართლაც ძალიან ლამაზი წყვილი იყო და მინდა ბედნიერება ვუსურვო)... ჩვენი ეს განწყობა ერთმა ქალბატონმა უფრო საინტერესო გახადა , როდესაც მოინდომა პრეზიდენტისთვის წერილის მიწოდება. რათქმაუნდა ეს "დაყნოსეს" ბიჭებმა და თანამშრომლობა შესთავაზეს: " ქალბატონო ნუ შეწუხდებით, ჩვენ გადავცემთ ამ წერილსო". ქალბატონმა თავის მხრივ თვაზიანად უპასუხა "არა ბატონო, თავად გადავცემო" , რაზეც გაძლიერდა დაცვა ჩვენს პერიმეტრზე :)
... "კანონით" იკრძალება პრეზიდენტისთვის სურათის გადაღება (ვინაიდან ჩემი მცდელობა პრეზდენტისთვის ფოტოს გადაღება, თხოვნა-მოთხოვნის რეჟიმში გაანეიტრალეს:) წერილის გადაცემა-ქაღალდი შელოცვილი არ იყოსოოო და კიდე ავი, ბოროტი, მრავლისმეტყველი მზერით გახედვა პრეზიდენტის მიმართულებით,,,,
... როგორც მოულოდნელად "შემოფრინდა" ისიევე მოულოდნელად "გაფრინდა" პრეზიდენტი...ქალბატონს წერილის "დუბლიკატი" თან დარჩა, "ორიგინალი" დაცვამ წაიღო-პრეზიდენტს გადავცემთო :)
როცა "ფეისები" წავიდნენ ტაძარში ხალხი შევიდა, ძალიან თბილი გარემო სუფევდა როგორც ყოველთვის , ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ უცნობები და ნაცნობები...
პირველი სრულდებოდა , როდესაც სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ცეცხლის ძალა ვიგრძენით...
პატრიარქმა აღდგომა მომილოცა მე .... და სრულიად საქართველოს!
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად!

ეს არის ჩვენება, რომელსაც ყველას ვეტყვი, რომ მოისმინოს. მე ოთხი წელია დაოჯახებული ვარ და ჩემი ქორწინების მეხუთე წელს, კიდევ ერთ ქალს ჰქონდა შელოცვა, რომ ჩემი საყვარელი მომეშორებინა და ჩემმა ქმარმა დამტოვა მე და ბავშვები და ორი წელი ვიტანჯეთ, სანამ პოსტს არ ვგულისხმობდი კაცი DR WALE დაეხმარა ვინმეს და მე გადავწყვიტე, რომ დამეხმარებინა ჩემი სიყვარულის ქმარს სახლში მოყვანაში და მერწმუნე, მე მას და ჩემი ქმრის სურათს ვუგზავნი და 48 საათის შემდეგ, როგორც მან მითხრა, ვნახე მანქანა სახლში შეიყვანა და აჰა, ეს ჩემი მეუღლე იყო, ის ჩემთან და ბავშვებთან მოვიდა და ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ თქვენგან ყველა მსგავსს შეხვდება ამ კაცთან და თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარ თავს დაუბრუნდება. დაუკავშირდით მის WhatsApp / Viber +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com
ОтветитьУдалить