среда, 13 апреля 2011 г.

კი ---->არა---->კი


რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ მთავარი ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაა. სიმდიდრე , ძალაუფლება და სხვა ფაქტორი კარგია, მაგრამ აუცილებლობას  არ წარმოადგენს (ზომიერითაც "გაქაჩავ") - სასურველი კი ნამდვილად არის. 

... უნდა  შეგვეძლოს ყველა სიკეთის  გადანაწილება ყველაზე და ყველაფერზე, რათა ჩვენი ამქვეყნად "უეცარი ან გეგმიური მომსახურეობის ზონიდან  გასვლის" შემთხვევაში   მისაბაძი ადამიანის სახელი დავტოვოთ .

...შეიძლება ბევრმა ეს არ აღიაროს , მაგრამ გულის სიღრმეში თუ გაღიარა ან შედარება გააკეთა შენსა და მის მიერ გაკეთებულ არჩევანს შორის, ჩათვალე მისია შესრულებულია!

ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში ყოველთვის წავაწყდებით  ორი უკიდურესობას-დილემური სიტუაციაც ბევრი იქნება.  უნდა შეგვეძლოს ამ ორი უკიდურესობის წარმოდგენა თავისი უარყოფითი თუ დადებითი მომენტებით, პოზოტიური "კოლაჟის" ჩამოყალიბება და მერე სიტუაციის შესაფერისად ამ ყველაფრის"შეფუთვა & მორგება" (ოოოო ეს ხომ ცოტა რთულია, მაგრამ  მემგონი რაღაც დოზით  შესაძლებელი).  ამ ყველაფერმა სულიაერი და ფიზიკური ზიანი შენ და შენს გარშემო მყოფთ თუ არ მიაყენა - ჩათვალე რომ "მაგარი ტიპი" ხარ :)

 ... და მაინც კი თუ არა?!  (რომელიც გვაწყობს ის იყოს დაე ყოველთვის)










Комментариев нет:

Отправить комментарий