ღმერთო ისეთ საქართველოში მაცხოვრე , როდესაც ყველა თავისი საქმით იქნება დაკავებული, პოლიტიკოსი იპოლიტიკოსებს, ბიზნესმენი თავისი წარმატებული საქმიანობით სამუშაო ადგილებს შექმნის და ქველმოქმედებითაც დაკავდება, ქართველი მომღერალი ისეთ მუსიკას ჩაწერს mtv ათეულიდან რომ ვერ "ჩამოხსნი", ბავშვები მონდომებით ისწავლიან იმ რწმენით, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა სწავლაზე და შრომაზე გადის - "ეეე რაც არ უნდა ისწავლო ვინმე უნდა გყავდეს კრიშაო"-ამოვარდეს ჩვენი ცნობიერებიდან.
საღამოს რომ მომინდება და "დავაწვები" თბილისი-სოხუმის მაგისტრალს გამთენიისას სოხუმში ვიქნები- ჩემებს ვნახავ იქ დაბრუნებულს თავიანთ სახლებში რომ ფუსფუსებენ...
ცსკო რომ გაარკვევს ბოლოსდაბოლოს რამდენი ამომრჩეველი ყავს საქართველოს და ევროკავშირი და ამერიკა რომ მიგიწვევს როგორც წარმატებული , დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი სახის და დონის ფორუმზე....
ღმერთო სულის სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ფინასურ აღმავლობას ნუ მოაკლებ ყველა კეთილ ადამიანს... ღმერთო ჩემი ნატვრა ამიხდინა ჩემი მშობლები რომ გავახარო...
ღმერთო შენ იყავი ჩემი და სრულიად საქართველოს მფარველი...
Комментариев нет:
Отправить комментарий