Архив блога
пятница, 29 апреля 2011 г.
воскресенье, 24 апреля 2011 г.
აღდგომის ღამე სამებაში
ჭეშმარიტი ქრისტიანის ოცნებაა აღდგომას იერუსალიმში ერთხელ მაინც შეხვდეს. მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის თვითხილვა ეს უკე ბედნიერებაა. თუმცა არსებობენ ისეთი ადამანები , რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ ამ ოცნების ასრულებას....
აღდგომის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში შევხვდი...
საღამოს 10 საათისთვის ტაძართან მისულს არავითრი შანსი ტაძარში შესვლის უკვე არ მქონდა, თუმცა მცდელობა მაინც იყო... როგორი მოულოდნელიც იყო შესვლა იმდენად მაულოდნელი იყო გამოსვლა ( არავის არ უკითხავს ტაძრის კარებთან მიახლოებულს მინდოდა თუ არა შესვლა) მისმა "უძლიერესობა" ტალღამ შემიყვანა და გამომიყვადა...
ტაძარს გარეთ დარჩენილები ბევრნი ვიყავით, ტიპიური აღდგომის ღამე: სუსხი, წვიმა, ცა ჩამოინგრა... დავიწყე თავშესაფრის ძებნა , გზად ნაცნობები მხვდებოდნენ, რომლების მაიმედებდნენ "ტაძარში შესვლის შანსი არ არსებობსო". ერთ-ერთ შესასვლელთან სამთავრობო დაცვა იყო მობილიზებული, მივხვდი "ფეისების" მოსვლისთვის ემზადებოდნენ. მიუახლოვდი გამიღიმეს-გაუღიმე და შესვლის შანსების ალბათობა ვკითხე-ნოლზე დაბალიაო. რა მექნა კიდევ შემოუარე სამებას , დიდება მის ძალას მართლაც უდიდეს სიძლიერეს ვგრძნობ როცა განათებულ სამებას ვუყურებ! ისევ მიუახლოვდი "სამთავრობო დერეფანს" ... სად იყო და სად არა ტაძრის ეზოში მანქანამ შემოაგელვა..ოოო ჩვენი უზენაესი სამართალი მობრძანდა (ბატონი კუბლაშვილი) ფეხდა ფეხ მოყვნენ სხვებიც, პარლამენტის "ჯან-დაცული" გიგი წერეთელი. ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი (ძალიან მომწონს) თვალი მოვკარი "კუდ"-ის ნათლიმამას ბატონ სოსო თოფურიძეს... გიგი & ლელა (უგულავა) - "ტვიქსები"... საგანგებოდ დაფაცურდა დაცვა , ლოდინის პიკი გვიახლოვდება... "მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად"... ისე მიწი-მოწიეს ხალხი. რომ სამებაში მისული ავლაბრის მეტროს კარებთან ვიყავი ...
გარეთ წვიმს... ტაძარში "ფეისების" მისვლის შემდეგ გაძლიერდა დაცვა... (აქ ბონდის მუსიკა გამოდგება ეფექტისთვის :) წვიმის ქვეშ დგანან ბავშვები და ფეხმძიმე ქალები... რაღაც სიბრაზე ვიგრძენი ,ხომ შეიძლება გამონაკლისი დაუშვა და ეს ორი კატეგორია გარეთ წვიმაში არ დააყენო, მით უფრო როცა აღდგომის ღამეა...
....ჩვენი "ფრთა" აქტიურობდა, უკომენტაროდ არ ვტოვებით დაცვის არც-ერთ მიხვრა -მოხვრას,თან "ფეისებიც" მოყვნენ კრიტიკის ქარცეცხლში, ჩემს გვერდით ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანია აღმოჩნდა , ისინი "ბლიც-რეპლიკებში " მეხმარებოდნენ-უბრალოდ ვავსებდით ერთმანეთს :) (მართლაც ძალიან ლამაზი წყვილი იყო და მინდა ბედნიერება ვუსურვო)... ჩვენი ეს განწყობა ერთმა ქალბატონმა უფრო საინტერესო გახადა , როდესაც მოინდომა პრეზიდენტისთვის წერილის მიწოდება. რათქმაუნდა ეს "დაყნოსეს" ბიჭებმა და თანამშრომლობა შესთავაზეს: " ქალბატონო ნუ შეწუხდებით, ჩვენ გადავცემთ ამ წერილსო". ქალბატონმა თავის მხრივ თვაზიანად უპასუხა "არა ბატონო, თავად გადავცემო" , რაზეც გაძლიერდა დაცვა ჩვენს პერიმეტრზე :)
... "კანონით" იკრძალება პრეზიდენტისთვის სურათის გადაღება (ვინაიდან ჩემი მცდელობა პრეზდენტისთვის ფოტოს გადაღება, თხოვნა-მოთხოვნის რეჟიმში გაანეიტრალეს:) წერილის გადაცემა-ქაღალდი შელოცვილი არ იყოსოოო და კიდე ავი, ბოროტი, მრავლისმეტყველი მზერით გახედვა პრეზიდენტის მიმართულებით,,,,
... როგორც მოულოდნელად "შემოფრინდა" ისიევე მოულოდნელად "გაფრინდა" პრეზიდენტი...ქალბატონს წერილის "დუბლიკატი" თან დარჩა, "ორიგინალი" დაცვამ წაიღო-პრეზიდენტს გადავცემთო :)
როცა "ფეისები" წავიდნენ ტაძარში ხალხი შევიდა, ძალიან თბილი გარემო სუფევდა როგორც ყოველთვის , ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ უცნობები და ნაცნობები...
პირველი სრულდებოდა , როდესაც სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ცეცხლის ძალა ვიგრძენით...
პატრიარქმა აღდგომა მომილოცა მე .... და სრულიად საქართველოს!
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად!
понедельник, 18 апреля 2011 г.
„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“
„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.
გაწოლილა ქვაში ხავსად
ჟამი - ნააღაპარი,
ხომ არ ამხელს ხვაშიადსა
ქვის გრძნეული ზღაპარი?..
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.
გაწოლილა ქვაში ხავსად
ჟამი - ნააღაპარი,
ხომ არ ამხელს ხვაშიადსა
ქვის გრძნეული ზღაპარი?..
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო
უფალო, შეგვიწყალე
უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.
უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.
უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.
შოთა ნიშნიანიძე
среда, 13 апреля 2011 г.
კი ---->არა---->კი
რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ მთავარი ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაა. სიმდიდრე , ძალაუფლება და სხვა ფაქტორი კარგია, მაგრამ აუცილებლობას არ წარმოადგენს (ზომიერითაც "გაქაჩავ") - სასურველი კი ნამდვილად არის.
... უნდა შეგვეძლოს ყველა სიკეთის გადანაწილება ყველაზე და ყველაფერზე, რათა ჩვენი ამქვეყნად "უეცარი ან გეგმიური მომსახურეობის ზონიდან გასვლის" შემთხვევაში მისაბაძი ადამიანის სახელი დავტოვოთ .
...შეიძლება ბევრმა ეს არ აღიაროს , მაგრამ გულის სიღრმეში თუ გაღიარა ან შედარება გააკეთა შენსა და მის მიერ გაკეთებულ არჩევანს შორის, ჩათვალე მისია შესრულებულია!
ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში ყოველთვის წავაწყდებით ორი უკიდურესობას-დილემური სიტუაციაც ბევრი იქნება. უნდა შეგვეძლოს ამ ორი უკიდურესობის წარმოდგენა თავისი უარყოფითი თუ დადებითი მომენტებით, პოზოტიური "კოლაჟის" ჩამოყალიბება და მერე სიტუაციის შესაფერისად ამ ყველაფრის"შეფუთვა & მორგება" (ოოოო ეს ხომ ცოტა რთულია, მაგრამ მემგონი რაღაც დოზით შესაძლებელი). ამ ყველაფერმა სულიაერი და ფიზიკური ზიანი შენ და შენს გარშემო მყოფთ თუ არ მიაყენა - ჩათვალე რომ "მაგარი ტიპი" ხარ :)
... და მაინც კი თუ არა?! (რომელიც გვაწყობს ის იყოს დაე ყოველთვის)
вторник, 12 апреля 2011 г.
ღმერთო... ისეთ საქართველოში მაცხოვრე....
ღმერთო ისეთ საქართველოში მაცხოვრე , როდესაც ყველა თავისი საქმით იქნება დაკავებული, პოლიტიკოსი იპოლიტიკოსებს, ბიზნესმენი თავისი წარმატებული საქმიანობით სამუშაო ადგილებს შექმნის და ქველმოქმედებითაც დაკავდება, ქართველი მომღერალი ისეთ მუსიკას ჩაწერს mtv ათეულიდან რომ ვერ "ჩამოხსნი", ბავშვები მონდომებით ისწავლიან იმ რწმენით, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა სწავლაზე და შრომაზე გადის - "ეეე რაც არ უნდა ისწავლო ვინმე უნდა გყავდეს კრიშაო"-ამოვარდეს ჩვენი ცნობიერებიდან.
საღამოს რომ მომინდება და "დავაწვები" თბილისი-სოხუმის მაგისტრალს გამთენიისას სოხუმში ვიქნები- ჩემებს ვნახავ იქ დაბრუნებულს თავიანთ სახლებში რომ ფუსფუსებენ...
ცსკო რომ გაარკვევს ბოლოსდაბოლოს რამდენი ამომრჩეველი ყავს საქართველოს და ევროკავშირი და ამერიკა რომ მიგიწვევს როგორც წარმატებული , დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი სახის და დონის ფორუმზე....
ღმერთო სულის სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ფინასურ აღმავლობას ნუ მოაკლებ ყველა კეთილ ადამიანს... ღმერთო ჩემი ნატვრა ამიხდინა ჩემი მშობლები რომ გავახარო...
ღმერთო შენ იყავი ჩემი და სრულიად საქართველოს მფარველი...
Подписаться на:
Комментарии (Atom)






