понедельник, 6 мая 2013 г.


(ჩარლი ჩაპლინის წერილი შვილს)

 მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! - ჩარლი ჩაპლინი!

ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას, დედაშენსაც კი.შენ ისე შორს ხარ ჩემგან…მაგრამ დაე თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, ამ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ.ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე! იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე! მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე. ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ. ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!იცი კი რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან?! სულ პაწიას, ზღაპრებს გიყვებოდი! – ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი – მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან!~ მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა! ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს. ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, მოფარფატე ფერიას. მესმოდა როგორ ლაპარაკობდა ხალხი: `ხედავთ ამ გოგონას?! - ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია. არ გახსოვთ, ჩარლის რომ ეძახდნენ?~ხო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი, მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: `ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?~ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა...…იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია.…ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი… მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი რა არის შიმშილი! ვიცი რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა?! - მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ...შენ ჩემი გვარის ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა. მაგრამ სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა?! -სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!...ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო, შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდეს და იმის ფულიც კი არ ჰქონდეთ, რომ თავიანთი მომავალი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე. იარე ფეხით, ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც უთხარი შენს თავს: `მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ!~ - დიახ, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან, პირველივე ტაქსი გააჩერე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო ლამაზებსაც, შენზე ამაყებს! შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მხოლოდ მთვარეა. დააკვირდი, აბა კარგად დააკვირდი: ხომ შენზე უკეთ ცეკვავენ?! - გამოტყდი ჩემო გოგონა! ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე უკეთ თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასდროს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას, ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისათვის დაეცინოს!ჩარლი წავა ჯერალდინა და შენ იცოცხლებ... მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არისთქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვა უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც კი სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა,…ჯერალდინა! - მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა,…ადამიანს, ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზებს ამ ვერაგ თოკზე... შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ. გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს. ნუ გაცვლი შენს ფულს ოქროსა და ბრილიანტებზე! - იცოდე ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ ყველას ერთნაირად დაგვნათის. ხოლო როცა ჟამი დაკრავს და სიყვარული გეწვევა, მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული!...მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება?! - თუ ასეა, ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ ასე, ნუ გეშინია. ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე, ჩემო გოგონა. ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლები არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობის ღამე, სასწაულების ღამეა. მინდა რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი - ყველაფერი რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.ჩარლი დაბერდა ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი - ჩარლი ჩაპლინი.მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი...

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი

среда, 14 сентября 2011 г.

როცა არსად გეჩქარება...
ყველასთვის ნაცნობი მომენტები :)


სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არ ვარ. დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. მამა – ის, ვინც ჩვენზე დიდი იქნება ყოველთვის. სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ. გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის. მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება. სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება. ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს. ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.

четверг, 18 августа 2011 г.

თაბორი და გოლგოთა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

დღეს მინდა შევეხო საკითხს იმის თაობაზე, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ფერისცვალება და ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, - თაბორი და გოლგოთა. როგორც მოგეხსენებათ, თაბორი მთაა, რომელზეც იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოვანე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ამ დროს მისი სახე და სამოსელი ისე გაბრწყინდა, რომ მოწაფეებმა თვალის გასწორება ვერ შეძლეს. უფალი მოსე და ილია წინასწარმეტყველებს შორის იდგა, რომელნიც მის ჯვარცმაზე საუბრობდნენ. პეტრემ მაცხოვარს აქ სამი კარვის დადგმა სთხოვა - მისთვის, მოსესა და ილიასათვის, რითაც გამოხატა სურვილი, რომ ნეტარება, რომელსაც გაბრწყინვებული მაცხოვრის ხილვა ანიჭებდათ, დაუსრულებლად გაგრძელებულიყო.

გოლგოთაც მთაა, ოღონდ სამსხვერპლო მთა, რომელზეც აღიმართა ჯვარი უფლისა, რომლითაც მთელი კაცობრიობა იქნა გამოხსნილი. ებრაელთა შორის ზოგიერთს ეგონა, რომ მაცხოვრის ჯვარცმა და წამება დაუსრულებელი იქნებოდა, მაგრამ დაუსრულებელი არც ფერისცვალება იყო უფლისა და არც ჯვარცმა. თაბორსა და გოლგოთას მესამე მთა მოსდევდა - მთა ამაღლებისა.

ჩვენი სულიერი ცხოვრებით ჩვენც ხშირად ვდგევართ ხანაც თაბორსა და ხანაც გოლგოთაზე. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ თანამდებობას ან დიდ სიმდიდრეს შეიძენს, თავი თაბორზე წარმოუდგენია და ყველას ზემოდან დაჰყურებს, სინამდვილეში კი ამ დროს უფსკრულში დგას და ზემოდან, პირიქით, მას დაჰყურებენ. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი გოლგოთის აღმართს ვერ გაუძლებს და აუცილებლად დაეცემა, გოლგოთაზე თავისი ჯვრის ატანას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც მართლაც თაბორის მთაზე მდგარა და ჭეშმარიტი ფერისცვალება განუცდია, რადგან მას ამ დროს ღვთის ძალა და მადლი შეეწევა.

ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. თუ დღეს განსაცდელში ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ განსაცდელს ნუგეშისცემა და სიხარული მოსდევს, ხოლო თუ სიხარული და ბედნიერება არ გაკლია, ნუ გაამაყდები, რადგან შეიძლება წინ განსაცდელი გელოდებოდეს. ადამიანის ცხოვრება ხომ დაცემათა და აღდგომათა გაბმულ ჯაჭვს წარმოადგენს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ. დღეს ხშირად გამოხატავენ გაოცებას იმის გამო, რომ ებრაელებმა იესო ქრისტე, რომელიც მათ გვერდით ცხოვრობდა და სასწაულებს სჩადიოდა, ვერ იცნეს და ჯვარზე გააკრეს, მაშინ, როცა მათ რომ ასეთი ბედნიერება ღირსებოდათ, ყველაფერს დატოვებდნენ და მაცხოვარს შეუდგებოდნენ. საკითხის ასე დასმა გაუმართლებელია, რადგან მაშინაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მართლაც ყველაფერი დატოვეს და იესოს მიმდევრები გახდნენ და ისეთებიც, რომლებიც უფალს დასცინოდნენ და რომელთაც იგი ბოლოს ჯვარზე გააკრეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რწმენა, სასოება და თავმდაბლობა გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება კი არა, უფლის წყალობაა და მისი მადლიერი უნდა ვიყოთ. შეუძლებელია, ქრისტიანმა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისა და პირადი ინტერესებისათვის იღვაწოს, მითუმეტეს მაშინ, თუ ხედავს, რომ მის გვერდით სხვა ადამიანს რაღაც დიდი გასაჭირი ადგას და იღუპება.

ღმერთმა მოგცეთ ძალა, რწმენა და დიდი სიყვარული, რადგან ცხონება რწმენისა და სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.
26 თებერვალი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.

 

суббота, 30 июля 2011 г.

ერთი ტრაგედიის ორი მონაწილე ანუ შეხვედრა დედაქალაქში...

...როდესაც გაძვირებულ და უკონდენციონერო ტრასპორტში ავედი ბედმა "გამიღიმა" - ადგილი მძღოლის უკან იყო თავისუფალი. მეც ტიპიური საქართველოს მოქალაქის "სიფათით" დავჯექი და ერთდროულად გაუყევით გზას... მე ჩემს ფიქრებში მძოლი კიდე "ა" პუნქტიდან "ბ"პუნქტამდე ...

ჩემი ყურადგება მძღოლის გვერდით "მიდგმულ" სკამზე მჯდომმა მოხუცმა მიიპყრო.. "85 წლის ვარ , ცხინვალიდან ეხლაც იქით მივდივარ... უფ როგორ ცხელა"-გადაულაპარაკა მძღოლს. მძღოლმა შეხედა და  რაღაცნაირად გამოისაუბრა: - რას მელაპარაკები ცხინვალში დადიხარ, მერე რა ხდება მანდ ? მივხვდი მძღოლი მეგრელი იყო, ცოტა მოგვიანებით გაირკვა რომ ის აფხაზეთიდან ყოფილა. ერთმანეთს გაუზიარეს ჭირ-ვარამი , ისე ყვებოდნენ თითქოს ორივეს ერთი რამ გადახდა, ორივე თავის სოფელს სტუმრობს  ხშირად,  მძღოლს-აფხაზი, მოხუცს-ოსი მეოზობელი ჰყავს. ორივე ერთნაირად აღნიშნავდა  "ის რომ არ მყავდეს რა მეშველებაო". ორი კონფლიქტური რეგიონის ერთი   პრობლემა: რუსი + პოლიტიკოსები!!!

"ხალხი მიხვდა, რომ ეს ომი პოლიტიკოსების მიერ არის ძალით გაჩაღებული, იმათ რა ედარდებათ ისინი ხომ არ ცხოვრობდნენ მანდ, მაგათ ხომ არ შეუქმნიათ ჩვენი ოჯახები ჩვენ დავზარალდით, ჩვენ მოგვიკლეს , ჩვენ დავრჩით უარაფროდ ისინი (პოლიტიკოსები) დაბრუნდენ თავიანთ სახლებში და ტკბილად,თბილად ცხოვრობენ... ჩვენ , ხალხი დავრჩით სხვის მიერ ჩვენთვის შექმნილი პობლემების წინაშე, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება . ჩვენ გვინდა ომი? მიგვიშვან ჩვენს ნებაზე და ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ოსებთან და აფხაზებთან )..."- თქვა სიმწრით მოხუცმა, რომელიც დღეს მშობლიურ სოფელში მიდიოდა, სადაც ოსი მეზობელი ელოდებოდა...

(კონფლიქტის დარეგულირებას პოლიტიკოსები მოაშორეთ...! - მე)

ჩასვლისას ორი კუთხის შვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს, მძღოლმა მგზავრობის ფული არ გამოართვა (იჯიგრა ქართულად) და ბედნიერი ჩასვლა უსურვა თან  დააყოლა მეც ვაპირებ ამ დღეებში ჩემს აფხაზეთში ჩასვლას, მომენატრა იქაურობა...

არ ვიცი ამ წუთში რამდენად ემოციურია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემს გვერდით რომ ყოფილიყავით ნამდვილად  რაღაც უცნაური და მტკივნეული შეგრძნება დაგეუფლებოდათ.

რატომ ხდება ასე ჩვენ ვიბადებით  , ვიზრდებით რაღაცის შექმნას ვცდილობთ და ერთ დღეს ვიღაცა მესამე, რომელსაც არაფერი ესაქმება ჩვენს ცხოვრებში ჩვენს მიერ შექმნილს და სათუდად შენახულს ანგრევს და ანადგურებს...

ადამიანი როცა დაიბადება  მას ვერავინ და ვერაფერი არ აძლევს ამა თუ იმ საქმეში გარანტიას ჯანმრთელი ხარ?-შეიძლება უცბად  ცუდად გახდე და მთელი ცხოვრება ავადმყოფობაში გაატარო, ტანადი ხარ?-უბედური შემთხვევა და ფოპ ...ხეიბარი დარჩე,  ფულინი ხააააარ? არც მაგის განულებაა პრობლემა ...
ერთადერთი გარანტირებული და გარდაუალი-სიკვდილია (გმადლობთ , მაგრამ არ მინდა :)

 როცა არ ვხედავთ ერთმანეთს გვენატრება... და როცა ვნახავთ ... ეს უკვე სხვა თემააა :)

понедельник, 16 мая 2011 г.

”მე შენ მიყვარხარ ”


1. Абхазский "Я тебя люблю" - Сара бара бзия бзо
2. Арабский "Я тебя люблю" - Ана ахебеки
3. Адыгейский "Я тебя люблю" - Сэ оры плэгун
4. Алтайский "Я тебя люблю" - Мэн сэни турар
5. Албанский "Я тебя люблю" - Уне дуа ти
6. Амхарский "Я тебя люблю" - Афэггерэ антэ
7. Английский "Я тебя люблю" - Ай лав ю
8. Армянский "Я тебя люблю" - Эс кэс сирумэм
9. Афганский "Я тебя люблю" - Ма ди кавэл мина
10. Башкирский "Я тебя люблю" - Мин хинэ яратау
11. Белорусский "Я тебя люблю" - Я тябэ кахаю
12. Бирманский "Я тебя люблю" - Чэна тинго чхи ти (Чумма тинго чхи ти)
13. Болгарский "Я тебя люблю" - Аз ти обичам
14. Бурятский "Я тебя люблю" - Би шамай дурлаха
15. Венгерский "Я тебя люблю" - Серетлек
16. Вьетнамский "Я тебя люблю" - Эм йеу ань,ань йеу эм
17. Голландский "Я тебя люблю" - Ик хуид ван ю
18. Греческий "Я тебя люблю" - Эго агапо су
19. Грузинский "Я тебя люблю" - Ме шен миквархар
20. Датский "Я тебя люблю" - Йег элскер дит
21. Дунгайский "Я тебя люблю" - Во жыай ни
22. Иврит "Я тебя люблю" - Ани охевет отха
23. Идиш "Я тебя люблю" - Об дих лыб
24. Индонезийский "Я тебя люблю" - Сайя ментьинта коу
25. Испанский "Я тебя люблю" - Йо тэ амо
26. Итальянский "Я тебя люблю" - Ио тэ амо
27. Кабардино-Черкесский "Я тебя люблю" - Сэ уэ лагун
28. Казахский "Я тебя люблю" - Мэн сэни жаратам
29. Кара-латыкский "Я тебя люблю" - К'тыбытык
30. Киргизский "Я тебя люблю" - мен сэни суйу
31. Калмыцкий "Я тебя люблю" - Би чи дурта болх
32. Коми "Я тебя люблю" - Мэ радэйт тэне
33. Корякский "Я тебя люблю" - Гымнан гыччи ылну лынык
34. Кумыкский "Я тебя люблю" - Мэн сэни сюйим
35. Китайский "Я тебя люблю" - Во ай ни
36. Лакский "Я тебя люблю" - На вин хира хун
37. Латвийский "Я тебя люблю" - Эс тэви милу
38. Латинский "Я тебя люблю" - Эго ту амарэ
39. Литовский "Я тебя люблю" - Аш тавя милю
40. Луганда "Я тебя люблю" - Нкуквагала
41. Македонский "Я тебя люблю" - Яс тэбэ сакам
42. Малагайский "Я тебя люблю" - Тиа иануо ао
43. Малайзийский "Я тебя люблю" - Аку кунта капада авак
44. Марийский "Я тебя люблю" - Мый тыймым ратам
45. Менгрельский "Я тебя люблю" - Ма си мныорк
46. Молдавский "Я тебя люблю" - Т'юбеск
47. Монгольский "Я тебя люблю" - Би танд хайртай
48. Мордовский "Я тебя люблю" - Мон вечкан
49. Навахо (дине) "Я тебя люблю" - Ка-та-уур-дь
50. Нивхский (гилянский) "Я тебя люблю" - Коды моды чмодь
51. Немецкий "Я тебя люблю" - Ихь либе дихь
52. Нивхский "Я тебя люблю" - Ни чезмудь
53. Норвежский "Я тебя люблю" - Ег дэг элски
54. Ненецкий "Я тебя люблю" - Мань хамзангав сит
55. Осетинский "Я тебя люблю" - Аз даима уварзон
56. Персидский "Я тебя люблю" - Ман то эйсч
57. Польский "Я тебя люблю" - Я цен кохам
58. Португальский "Я тебя люблю" - А мо тэ
59. Румынский "Я тебя люблю" - Т'юбеск
60. Сербско-хорватский "Я тебя люблю" - Я ту волети
61. Словацкий "Я тебя люблю" - Мам тя рад
62. Словенский "Я тебя люблю" - Яз ти любити
63. Сомали "Я тебя люблю" - Анига ку есель
64. Суахили "Я тебя люблю" - Мимикупенда
65. Тагальский "Я тебя люблю" - Ако сия умибиг
66. Таджикский "Я тебя люблю" - Ман тул нохс метинам
67. Тамильский "Я тебя люблю" - Нан уннаи кадалирэн
68. Татарский "Я тебя люблю" - Мин сини яратам
69. Тувинский "Я тебя люблю" - Мэн сэни ынакшир
70. Турецкий "Я тебя люблю" - Бен сана сэвийорум
71. Узбекский "Я тебя люблю" - Мэн сэни севем
72. Украинский "Я тебя люблю" - Я тэбе кохаю
73. Удмуртский "Я тебя люблю" - Яратыщке мон тонэ
74. Финский "Я тебя люблю" - Ракастан синуа
75. Французский "Я тебя люблю" - Жэ тэм
76. Ханси "Я тебя люблю" - Ина зон ка
77. Хакасский "Я тебя люблю" - Мин син хынара
78. Хинди "Я тебя люблю" - Мэи тумсей пяр карта хум
79. Чешский "Я тебя люблю" - Мам те рад
80. Чувашский "Я тебя люблю" - эп сана йорадап
81. Шведский "Я тебя люблю" - Яд эльскар дэй
82. Эвенкийский "Я тебя люблю" - Би синэ фйв
83. Эрзянский "Я тебя люблю" - Мон тон вечкемс
84. Эсперанто "Я тебя люблю" - Ми амас син
85. Эстонский "Я тебя люблю" - Ма армастан синд
86. Якутский "Я тебя люблю" - Мин эн манмаа
87. Японский "Я тебя люблю" - Ай шитэру
88. Азербайджанский "Я тебя люблю"- Мэн сени севим

воскресенье, 24 апреля 2011 г.

აღდგომის ღამე სამებაში

ჭეშმარიტი ქრისტიანის ოცნებაა აღდგომას იერუსალიმში ერთხელ მაინც შეხვდეს. მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის თვითხილვა ეს უკე ბედნიერებაა. თუმცა არსებობენ ისეთი ადამანები , რომლებიც ამ ეტაპზე  ვერ ახერხებენ ამ ოცნების ასრულებას.... 


აღდგომის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში შევხვდი... 


საღამოს  10 საათისთვის ტაძართან მისულს არავითრი შანსი  ტაძარში შესვლის უკვე  არ მქონდა, თუმცა მცდელობა მაინც იყო... როგორი მოულოდნელიც იყო შესვლა იმდენად მაულოდნელი იყო გამოსვლა ( არავის არ უკითხავს ტაძრის კარებთან მიახლოებულს მინდოდა თუ არა შესვლა) მისმა  "უძლიერესობა" ტალღამ შემიყვანა და გამომიყვადა... 


ტაძარს გარეთ დარჩენილები ბევრნი ვიყავით, ტიპიური აღდგომის ღამე: სუსხი, წვიმა, ცა ჩამოინგრა... დავიწყე თავშესაფრის ძებნა , გზად ნაცნობები მხვდებოდნენ, რომლების მაიმედებდნენ  "ტაძარში შესვლის შანსი არ არსებობსო". ერთ-ერთ შესასვლელთან  სამთავრობო დაცვა იყო მობილიზებული, მივხვდი "ფეისების" მოსვლისთვის ემზადებოდნენ. მიუახლოვდი გამიღიმეს-გაუღიმე და შესვლის შანსების  ალბათობა ვკითხე-ნოლზე დაბალიაო. რა მექნა კიდევ შემოუარე სამებას , დიდება მის ძალას მართლაც უდიდეს სიძლიერეს ვგრძნობ როცა განათებულ სამებას ვუყურებ! ისევ მიუახლოვდი  "სამთავრობო დერეფანს" ... სად იყო და სად არა ტაძრის ეზოში მანქანამ შემოაგელვა..ოოო ჩვენი უზენაესი სამართალი მობრძანდა (ბატონი კუბლაშვილი) ფეხდა ფეხ მოყვნენ სხვებიც, პარლამენტის "ჯან-დაცული" გიგი წერეთელი. ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი (ძალიან მომწონს) თვალი მოვკარი "კუდ"-ის ნათლიმამას ბატონ სოსო თოფურიძეს... გიგი & ლელა  (უგულავა) - "ტვიქსები"... საგანგებოდ დაფაცურდა დაცვა , ლოდინის პიკი გვიახლოვდება... "მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად"... ისე მიწი-მოწიეს ხალხი. რომ სამებაში მისული ავლაბრის მეტროს კარებთან ვიყავი ...


გარეთ წვიმს... ტაძარში "ფეისების" მისვლის შემდეგ  გაძლიერდა დაცვა... (აქ  ბონდის მუსიკა გამოდგება  ეფექტისთვის :) წვიმის ქვეშ დგანან ბავშვები და ფეხმძიმე ქალები... რაღაც სიბრაზე  ვიგრძენი ,ხომ შეიძლება გამონაკლისი დაუშვა და  ეს ორი კატეგორია გარეთ წვიმაში არ დააყენო, მით უფრო როცა აღდგომის ღამეა...


....ჩვენი "ფრთა" აქტიურობდა, უკომენტაროდ არ ვტოვებით დაცვის არც-ერთ მიხვრა -მოხვრას,თან "ფეისებიც" მოყვნენ კრიტიკის ქარცეცხლში, ჩემს გვერდით ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანია აღმოჩნდა , ისინი "ბლიც-რეპლიკებში "  მეხმარებოდნენ-უბრალოდ ვავსებდით ერთმანეთს :) (მართლაც ძალიან ლამაზი წყვილი იყო და მინდა ბედნიერება ვუსურვო)... ჩვენი ეს განწყობა ერთმა ქალბატონმა უფრო საინტერესო გახადა , როდესაც მოინდომა პრეზიდენტისთვის წერილის მიწოდება. რათქმაუნდა ეს "დაყნოსეს" ბიჭებმა და თანამშრომლობა შესთავაზეს: " ქალბატონო ნუ შეწუხდებით, ჩვენ გადავცემთ ამ  წერილსო". ქალბატონმა თავის მხრივ თვაზიანად უპასუხა "არა ბატონო, თავად გადავცემო" , რაზეც გაძლიერდა დაცვა ჩვენს პერიმეტრზე :)


... "კანონით" იკრძალება პრეზიდენტისთვის სურათის გადაღება (ვინაიდან ჩემი მცდელობა პრეზდენტისთვის ფოტოს გადაღება, თხოვნა-მოთხოვნის რეჟიმში გაანეიტრალეს:) წერილის გადაცემა-ქაღალდი შელოცვილი არ იყოსოოო და კიდე ავი, ბოროტი, მრავლისმეტყველი მზერით გახედვა პრეზიდენტის მიმართულებით,,,,


... როგორც მოულოდნელად "შემოფრინდა" ისიევე მოულოდნელად "გაფრინდა" პრეზიდენტი...ქალბატონს წერილის "დუბლიკატი" თან დარჩა, "ორიგინალი" დაცვამ წაიღო-პრეზიდენტს გადავცემთო :)
  
როცა "ფეისები" წავიდნენ ტაძარში ხალხი შევიდა, ძალიან თბილი გარემო სუფევდა როგორც ყოველთვის ,  ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ უცნობები და ნაცნობები...


პირველი სრულდებოდა , როდესაც სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ცეცხლის  ძალა ვიგრძენით...


პატრიარქმა აღდგომა მომილოცა მე .... და სრულიად საქართველოს!


ქრისტე აღსდგა! 
ჭეშმარიტად!