среда, 14 сентября 2011 г.

როცა არსად გეჩქარება...
ყველასთვის ნაცნობი მომენტები :)


სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არ ვარ. დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. მამა – ის, ვინც ჩვენზე დიდი იქნება ყოველთვის. სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ. გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის. მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება. სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება. ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს. ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.